ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი დღეს გაიხსნება
ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი დღეს გაიხსნება

ქობულეთის შემოვლითი გზის მეორე მონაკვეთი დღეს გაიხსნება.

საქ​ართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთის ზღვისპირა ზოლიდან სატრანზიტო მოძრაობის ახალ გზაზე გადართვა ხელს შეუწყობს კურორტის ეკოლოგიურად გაჯანსაღებასა და რეგიონში ტურიზმის სრულფასოვან განვითარებას.

გზის მონაკვეთის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, აჭარის მთავრობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.