ქობულეთის შემოვლით გზაზე ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობა შეაფერხა – ამ დროისთვის გზა გაწმენდილია

20:22, 20.01.2021

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზა სრულად გაწმენდილია და ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

„გზის გაწმენდითი სამუშაოები შეფერხდა ავტოსაგზაო შემთხვევის გამო. ორი ტრაილერის მოცურებამ მოძრაობის შეფერხება და საცობი გამოიწვია, რამაც 2-3 საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ადგილზე მობილიზებული ტექნიკის მიერ თოვლის საფარისგან გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოება“, – აცხადებენ უწყებაში.

მსგავსი