ქობულეთის შემოვლით გზაზე ექვსი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები
ქობულეთის შემოვლით გზაზე ექვსი ავტომანქანა ერთმანეთს შეეჯახა, არიან დაშავებულები

ქობულეთის შემოვლით გზაზე ერთმანეთს ექვსი ავტომანქანა შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა, მათგან სამი კლინიკაში რჩება.

მედიკოსების შეფასებით, სამივეს მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის გამო ავტობანზე მოძრაობა შეფერხებული იყო, თუმცა ამ დროისთვის დაზიანებული ავტომანქანები გაყვანილია ტერიტორიიდან და ტრანსპორტი შეუფერხებლად მოძრაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.