ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა
ქობულეთის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსით ექიმი გარდაიცვალა

აჭარაში კორონავირუსით მედიკოსის გარდაცვალების მესამე ფაქტი დაფიქსირდა. ქობულეთის სამედიცინო ცენტრში 72 წლის ექიმი გარდაიცვალა. ინფიცირებული სახლში მკურნალობდა, თუმცა რამდენიმე დღის წინ მისი მდგომარეობა გართულდა და 15 ნოემბერს კლინიკაში მოათავსეს.

კოვიდ დაავადებით ექიმი ოთხი დღის განმავლობაში მკურნალობა. მანამდე სახლში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იყო. 72 წლის ქალბატონი შემოვიდა 15 ნოემბერს მძიმე მდგომარეობაში და ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ამ დროისათვის კლინიკაში 60 მდე ინფიცირებული გვყავს, აქედან 10 რეანიმაციაშია“,- აცხადებენ ქობულეთის სამედიცინო ცენტრში.