ქობულეთის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს
ქობულეთის პოლიციის უფროსის ინფორმაციით, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წაუყენეს

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს პოლიციის უფროსის მურად (ბუტა) ანთაძის მკვლელობასთან დაკავშირებით გამოძიების მუხლი გადაკვალიფიცირდა და განზრახ მკვლელობის –  სსკ-ის 108-ე მუხლის ნაცვლად, შსს მომხდარს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის – სსკ-ის 109-ე მუხლით იძიებს. ქობულეთის პოლიციის უფროსის ვახტანგ ტერაშვილის განცხადებით, სწორედ ამ მუხლით წარედგინა ბრალი მკვლელობისთვის დაკავებულ პირს.

„გარდაიცვალა ძალიან ღირსეული პოლიციელი. გვიან ღამით ქობულეთში მუხაესტატეს განყოფილების უფროსი მურად ანთაძე ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც კრიმინალმა ცივი იარაღის გამოყენებით მიაყენა გულმკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა“, – განაცხადა ვახტანგ ტერაშვილმა.

მისივე თმით, გამოძიება დაადგენს, თუ რა გახდა კონფლიქტის მიზეზი.

„პოლიციელებისა და კრიმინალების მეგობრობა არასდროს გამოდის, დანარჩენს გამოძიება გეტყვით. დაკავებულს ბრალი წარედგინა სსკ-ის 109 მუხლით – განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში“, – განაცხადა ვახტანგ ტერაშვილმა.