ქობულეთის ოთხ სოფელში კორონავირუსზე რვა ანალიზის პასუხს ელოდებიან
ქობულეთის ოთხ სოფელში კორონავირუსზე რვა ანალიზის პასუხს ელოდებიან

ქობულეთის ოთხ სოფელში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია დაწესებული თერმოსკრინინგი უკვე ჩაუტარდა 5 700-ზე მეტ პირს.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათგან საყურადღებოა 21 შემთხვევა, რომელთაგან 13-ს არ დაუდასტურდა კორონავირუსი, დანარჩენის ანალიზები კი უკვე აღებულია და სავარაუდოდ დღეს გვიან გახდება ცნობილი.

მთლიანად გამოკვლეულია სოფელი გვარა. ოთხივე სოფელში მოსახლეობის რაოდენობა 11 ათასზე მეტია. მასობრივი თერმოსკრინინგი ამ სოფლებში დღეს დილიდან განახლდა.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა .