ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დღეს 1853 ადამიანს ჩაუტარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი დღეს 1853 ადამიანს ჩაუტარდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი აქტიურად გრძელდება. ქალაქ ქობულეთში, მერიის ინფორმაციით, ტემპერატურა 1567 ადამიანს შეუმოწმდა. სოფელ თიკერში თერმოსკრინინგი 286 ადამიანს ჩაუტარდა.

საერთო ჯამში, დღეს თერმოსკრინინგი 1853 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან საეჭვო სიმპტომი არც ერთ ადამიანს არ აღენიშნებოდა.

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში. ქობულეთის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში თერმოსკრინინგი უკვე 26 533 ადამიანს ჩაუტარდა.