ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი იყო
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სამ სხვადასხვა ლოკაციაზე ხანძარი იყო

ხანძარი იყო ქობულეთის მუნიციპალიტეტში. ცეცხლი სამ სხვადასხვა ლოკაციაზე – სოფელ ოჩხამურში, მუხაესტატესა და აგურქარხნის ტერიტორიაზე ბალახსა და ეკალ-ბარდებს გაუჩდა.

ქობულეთის მერის, ლევან ზოიძის თქმით, ხანძრის ძირითადი კერები უკვე ლოკალიზებულია, ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

„ხანძარი უახლოეს პერიოდში ლიკვიდირებული იქნება. ხანძრის მიზეზები უცნობია. შესაბამისი სამსახურები შეისწავლიან. მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებს ქობულეთის მერი.