ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1992 წელს დაბადებული თ.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 14 ნოემბერს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, თავის საცხოვრებელ სახლში ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილოდ დაჭრა თანასოფლელი – 1990 წელს დაბადებული დ.შ. და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა“, – აცხადებენ შსს-ში.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.