ქობულეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგის არეალი გაიზარდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში მასობრივი თერმოსკრინინგის არეალი გაიზარდა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქობულეთში მასობრივი სკრინინგის აუცილებლობის არეალი გაიზარდა.

​როგორც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, იმ ოთხი სოფლის პარალელურად, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს, გამოკვლევები დაიწყება სოფელ ოჩხამურსა და ქალაქ ქობულეთშიც.

ამ დროისთვის, კარანტინში მყოფ ოთხ სოფელში გამოკვლეულია 7 800-ზე მეტი პირი. საყურადღებოა 27 შემთხვევა, მათგან უკვე გამოკვლეულია 15 პირი, რომლებსაც ვირუსი არ დაუდასტურდათ. გაგრძელდება დანარჩენების კვლევაც.

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ ადმინისტრაციულ ერთეულებში გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვაში და წყავროკაში შემოდის სპეციალური რეჟიმი და მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები 12 აპრილს დაწესდა .