ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს 1637 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღმოაჩნდა
ქობულეთის მუნიციპალიტეტში დღეს 1637 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი, საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღმოაჩნდა

ქობულეთის მუნიციპალიტეტში თერმოსკინრინგი გრძელდება.

ქობულეთის მერიის ინფორმაციით, ქალაქ ქობულეთში ტემპერატურა 1425 ადამიანს შეუმოწმდა, სოფელ ცეცხლაურში კი 212 ადამიანს ჩაუტარდა თერმოსკრინინგი. დღეს თერმოსკრინინგი, საერთო ჯამში, 1637 ადამიანს ჩაუტარდა. მათგან საეჭვო სიმპტომი არც ერთს არ აღენიშნებოდა.

თერმოსკრინინგი უკვე დასრულდა ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებულ საკარანტინო სოფლებში – მუხაესტატეში, წყავროკაში, ლეღვასა და გვარაში.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის სულ 24 680 მოქალაქეა შემოწმებული.