ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმია, მოსახლეობა პენსიას „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურიდან იღებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავრუკაში მოსახლეობა კუთვნილ პენსიას „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურის მეშვეობით იღებს.
სადგურმა მუშაობა დილიდან სოფელ ლეღვადან დაიწყო და პენსიას ოთხივე სოფელში დაარიგებს, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს.
ამასთან, როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ქობულეთის მუნიციპალიტეტიდან იუწყება, დღეს ეტაპობრივად გაგრძელდება სასურსათო მაღაზიების პროდუქტებით მომარაგება. ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც სპეციალური ზომები და მკაცრი პირობები მოქმედებს, გასული დღეების მსგავსად, ე.წ მობილური ბაზრები იფუნქციონირებს .
ოთხივე სოფელში თერმოსკრინინგი გრძელდება.