ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში საპროტესტო აქციას დაპირისპირება მოჰყვა

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში გამართულ საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მოხდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ქობულეთი-ოზურგეთის ცენტრალური გზა გადაკეტეს, რასაც სამართალდამცველებთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

ადგილობრივების თქმით, აქციის მიზეზი წლევანდელი ცუდი მოსავალია. ისინი ხელისუფლებისგან კომპენსაციას ითხოვენ და აცხადებენ, რომ უხარისხო პესტიციდების გამო, ფაროსანამ მოსავალი მთლიანად გაანადგურა. ამის სადემონსტრაციოდ მათ გზაზე დაზიანებული თხილი და ხურმა დაყარეს.

კომპენსაციებისა და ბანკებთან სესხების გადავადების შუამდგომლობის მოთხოვნით, აქციები აგვისტოში რამდენჯერმე გაიმართა.