ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვისთავში, მტირალას ეროვნულ პარკში. თვითმხილველთა განცხადებით, მსუბუქი ავტომანქანა ხევში 10 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქ ავტომობილში ახალგაზრდები ისხდნენ.

მომხდარის შედეგად დაღუპულია ხუთი ადამიანი.

ცხედრები სამაშველო სამსახურმა უკვე ამოასვენა და ამ დროისათვის პროზექტურაში არიან გადაყვანილნი.

როგორც საქართველოს პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.