ქობულეთის მერიასთან დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დააკავეს
ქობულეთის მერიასთან დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დააკავეს

ქობულეთის მერიასთან დღეს დილიდან ხმაური იყო. როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, მის კაბინეტში შეჭრას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობდნენ.

„დილიდან აპირებდნენ შემოვარდნას. მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მერიის თანამშრომლებს. ესაა მათი ჩვეულებრივი ხელწერა, რომ არაფრისგან შექმნან დესტრუქციული მუხტი“, – განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.

საპირისპიროს აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები. საკრებულოს წევრი ბონდო თედორაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია აპირებდა შეკრებას სამომავლო გეგმებზე სასაუბროდ, თუმცა მათ ამის საშუალება არ მისცეს.

„ათამდე ადამიანი ვართ შეკრებილი და დაგვახვედრეს მთელი „ოცნების“ აქტივი, ჩვენი მხრიდან არანაირ პროვოკაციას ადგილი არ ჰქონია. მირიან ქათამაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, რაში იყო საჭირო ამდენი ხალხის მობილიზება, მაგრამ პროვოკაციაზე წამოვიდა და დაგვიპირისპირდა. ასე მოუწევს „ქართულ ოცნებას“ სულ მობილიზაცია, ვნახავთ, რომ ქათამაძე ზონდერი ასე დიდხანს ვერ გააგრძელებს“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.

ინციდენტის დროს შსს-მ ერთი პირი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა. ამ დროისთვის ქობულეთის მერიასთან სიმშვიდეა, ადგილზე რჩება პოლიცია.