ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების შესრულება უმკაცრესად გაკონტროლდება და პირები, რომლებიც აკრძალვებს არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შეზღუდვების შესრულება უმკაცრესად გაკონტროლდება და პირები, რომლებიც აკრძალვებს არ დაემორჩილებიან, დაჯარიმდებიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა.

მთავრობის გადაწყვეტილების შესაბამისად, როგორც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე, აქაც 12:00 საათიდან მსუბუქი ავტომობილით გადაადგილება აკრძალულია.

ოთხივე ადმინისტრაციულ ერთეულში მხოლოდ საპატრულო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გადაადგილდებიან.

როგორც ქობულეთის მერიაში საქართველოს პირველ არხს განუცხადეს, მუნიციპალიტეტის მერიიის მხრიდან შეზღუდვების შესრულება უმკაცრესად გაკონტროლდება და პირები, რომლებიც დაწესებულ აკრძალვებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან.

სოფლებში აქტიურად განაგრძობენ მუშაობას სასურსათო მაღაზიები.

მაღაზიის მფლობელების განცხადებით, მათ პროდუქტების საკმარისი მარაგი აქვთ.

მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, დახურულ სივრცეებში პირბადეების ტარება სავალდებულო გახდა, მაღაზიის მფლობელები მომხმარებლებს პირბადის გარეშე შესვლის უფლებას არ აძლევენ.

სასურსათო მაღაზიებთან სოციალური დისტანციის დაცვას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები უზრუნველყოფენ.