ქობულეთის მერი - სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, სასურსათო მაღაზიების მომარაგება მუდმივად გაგრძელდება
ქობულეთის მერი - სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, სასურსათო მაღაზიების მომარაგება მუდმივად გაგრძელდება

ქობულეთის იმ სოფლებში, სადაც მკაცრი საკარანტინო პირობები მოქმედებს, სასურსათო მაღაზიების მომარაგება მუდმივად გაგრძელდება. როგორც ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე აცხადებს, სადისტრიბუციო ავტომობილების სოფლებში შესვლა მკაცრად კონტროლდება

„ჩვენ გვაქვს სრული სია სადისტრიბუციო კომპანიების, რომლებიც ემსახურებიან ამ ადმინისტრაციულ ერთეულში განლაგებულ სასურსათო მაღაზიებს, ყველა სადისტრიბუციო კომპანიასთან სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ჩვენც გვქონდა კომუნიკაცია. უმრავლესობა მზად არის, შეუფერხებლად მიაწოდონ პროდუქტი სოფლად არსებულ მაღაზიებს, დღეს რაიმე გამოკვეთილი და მკვეთრი დეფიციტი არ იგრძნობა, თქვენც ნახავდით რომ გვარას გამშვებ პუნქტზე იყო ბევრი მიმოსვლა სადისტრიბუციო მანქანების. მომარაგებაზე პრობლემა არ იქნება. იმ შემთხვევაში თუ გამოიკვეთება რაიმე სახის პრობლემა, ჩვენ კოორდინაციაში ვიმყოფებით შესაბამის კომპანიებთან და ნებისმიერი პრობლემის აღმოფხვრა არის შესაძლებელი ოპერატიულად“ – განაცხადა ქობულეთის მერმა, მირიან ქათამაძემ.