ქობულეთის მერი - კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმ პირთა წრეში ფიქსირდება, რომლებზეც მეთვალყურეობა უკვე მიმდინარეობს
ქობულეთის მერი - კორონავირუსის ახალი შემთხვევები იმ პირთა წრეში ფიქსირდება, რომლებზეც მეთვალყურეობა უკვე მიმდინარეობს

ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ოთხ ადმინისტრაციულ ერთეულში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა და ამ ოთხივე სოფელში აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი.

როგორც მირიან ქათამაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, აქტიურად მიმდინარეობს თერმოსკრინინგი, ასევე ეპიდემიოლოგების მიერ ხდება გამოვლენილი შემთხვევების აღიცხვა.

გვარას ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე დასრულდა პროცესი და ჯამში შემოწმდა 8 400 ადამიანი. მათგან იყო საყურადღებო 25 ადამიანი, ყველა საეჭვო პირს გაუკეთდა ტესტი და პასუხები არის უარყოფითი. რაც შეეხება შემთხვევებს, მცირედით გაგვეზარდა შემთხვევები, რომლებიც უკავშირდება ე.წ ქობულეთის კლასტერს და უკვე შეადგენს 32 ადამიანს. კონტაქტების რაოდენობა გაიზარდა და არის დაახლოებით 460-ზე მეტი. ყველა კონტაქტის გამოკვლევა ხდება, ნახევარზე მეტი არის გამოკვლეული. ექიმების მიერ ეპიდემლიოლოგიური ისტორიული რუკის შედგენა ხდება, კონტაქტებს ადგენენ. შესაბამისად, ამ კონტაქტების წრიდან არის ახალი შემთხვევებიც. მაქსიმალურად კონტროლდება ვითარება“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.