ქობულეთის მერი – ახალი შემთხვევები იმ პირთა წრიდანაა, რომლებზეც მკაცრი მეთვალყურეობა უკვე მიმდინარეობს

15:24, 15.04.2020

ქობულეთის მერის მირიან ქათამაძის განცხადებით, კორონავირუსის ახალი შემთხვევები ფიქსირდება იმ პირთა წრეში, რომლებზეც მკაცრი მეთვალყურეობა უკვე მიმდინარეობს.

მისივე თქმით, სკრინინგის შედეგად დაახლოებით 5 600-ზე მეტი პირი შემოწმდა და ეს პროცესი გრძელდება.

ქობულეთის მერის განმარტებით, ამჟამად, საყურადღებოა 21 პირი, მათგან 13-ს ტესტი უკვე ჩაუტარდა, თუმცა ინფექცია არ დაუდასტურდათ.

„სიახლე გვაქვს ის, რომ ე.წ ქობულეთის კლასტერიდან გვაქვს ოთხი ახალი შემთხვევა და ამ მონაცემებით, ქობულეთის კლასტერიდან დაინფიცირებულების რაოდენობა შეადგენს 29-ს, მაგრამ ასევე საყურადღებოა, რომ ისევ და ისევ ახალი შემთხვევები არის იმ პირთა წრიდან, რომლებზეც უკვე მიმდინარეობს მკაცრი მეთვალყურეობა. შესაბამისად, ეს არის კინტაქტების პერსონები,სკრინინგის შედეგად დაახლოებით შემოწმებული იქნა 5600-ზე მეტი პირი და სკრინინგი ახლაც გრძელდება. 21 პირი არის საყურადღებო. ამ საყურადღებო ადამიანებიდან, 13 არის უკვე გატესტილი და სასიხარულოა, რომ ცამეტივეზე არის უარყოფითი პასუხი“ , – განაცხადა  მირიან ქათამაძემ.

ამასთან, ქათამაძე ამბობს, რომ 400-ზე მეტი კონტაქტიდან დიდი ნაწილი უკვე შემოწმდა.

„რა თქმა უნდა, კონტაქტების კონტაქტები გაიზარდა და უკვე 400-ზე მეტი კონტაქტია, ნახევარზე მეტი გაიტესტა და პასუხებს კიდევ  ველოდებით“ , – განაცხადა ქობულეთის მერმა.

მსგავსი