ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა

15:51, 23.12.2019

ქობულეთი-ოზურგეთის გზაზე ავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს მსუბუქი ავტომანქანა და ტრაილერი შეეჯახა. შემთხვევა სოფელ მუხაესტატეს გზაზე მოხდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არიან დაშავებულებიც.

ადგილზე იმყოფებიან მაშველები და სამართალდამცველები. მიმდინარეობს გამოძიება.

მსგავსი