ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა, სამი კი დაშავდა

19:35, 20.08.2025

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით საავტომობილო გზაზე ავარიას ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.

ამასთან, ავარიის შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შემდეგაც მანქანებს ცეცხლი გაუჩნდა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი