ქირურგიის ეროვნულ ცენტრს საახალწლო დღეებში მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებით ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა
ქირურგიის ეროვნულ ცენტრს საახალწლო დღეებში კიდურებზე მიღებული სხვადასხვა სახის დაზიანებით ათზე მეტმა პაციენტმა მიმართა.
ამის შესახებ ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა-რეანიმატოლოგმა, ირინა ჯიქიამ განაცხადა.
„ახალი წლის დღეებში სულ შემოვიდა ათზე მეტი პაციენტი. ყველას აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანება კიდურებზე. ორ პაციენტს გაეწია სტაციონალური მომსახურება, ოპერაციული მკურნალობა ჩაუტარდა. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფებიან სახლში. დანარჩენ პაციენტებს გაეწიათ ამბულატორიული მომსახურება და მათი მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. მძიმე პაციენტები არ ყოფილან. ყველა მათგანი გაეწერა“, – განაცხადა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ექიმმა-რეანიმატოლოგმა.