ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას, რის გამოც პარლამენტის სხდომა გადაიდო
ქიმიური ნივთიერების გამოყენების შედეგად სხდომათა დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას, რის გამოც პარლამენტის სხდომა გადაიდო

პარლამენტში აცხადებენ, რომ გუშინ ქიმიური ნივთიერების გამოყენების გამო პლენარული სხდომის დარბაზში დღესაც მძაფრი სუნი დგას.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, პლენარული სხდომის გაგრძელება დღის მეორე ნახევარში დღესაც შეუძლებელია. ამავე მიზეზით გადაიდო „მინისტრის საათიც“.

მისივე ინფორმაციით, სხდომის მიმდინარეობისას შეუძლოდ გახდა რამდენიმე ადამიანი.

„სასესიო დარბაზი დამატებით დამუშავდება სხდომების განახლებამდე“, – განაცხადა მდინარაძემ.