ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, ევროკავშირმა რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა
ქიმიური იარაღის გამოყენების გამო, ევროკავშირმა რუსეთისა და სირიის წინააღმდეგ სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ქიმიური იარაღის გამოყენების გამო რუსეთის და სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ევროკავშირმა ერთი წლით გაახანგრძლივა. სანქცირებულთა შორის 15 ფიზიკური პირი და ორი გაერთიანებაა.

ფიზიკური პირებიდან 10 რუსეთის მოქალაქეა, ხოლო ხუთი სირიის. სანქცირებულთა სიაში არიან რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორი ალქსანდრე ბოტვინიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე სერგეი კირიენკო და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საშინაო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ანდრეი იარინი.

ევროკავშირის საბჭომ სანქცირებულ პირებს ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა და მათი საბანკო აქტივები გაყინა. იურიდიულ პირებს ეკრძალებათ ევროკავშირის დაფინანსება. ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უკვე მესამედ გაახანგრძლივა. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება ევროკავშირმა 2018 წელს, ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლის შემდეგ მიიღო, რომლებიც ბრიტანეთის მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, სსრკ-ში შემუშავებული ნოვიჩოკის ნივთიერებით განახორციელეს.

დატოვე კომენტარი