ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა სირიის ქალაქი დუმა დატოვეს
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა სირიის ქალაქი დუმა დატოვეს

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებმა სირიის ქალაქი დუმა დატოვეს. ამ ინფორმაციას სააგენტო reuters-ი, რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ავრცელებს.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის წევრები დუმაში 7 აპრილს განხორციელებული ქიმიური თავდასხმის ადგილზე მუშაობდნენ იმისთვის, რომ გაარკვიონ, ნამდვილად იქნა თუ არა გამოყენებული ქიმიური იარაღი.

სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები უკვე დაბრუნდნენ ჰოლანდიაში.

შეგახსნებთ, ისინი სირიაში 14 აპრილის შემდეგ მუშაობდნენ.