ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე იმსჯელებენ
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე იმსჯელებენ

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციაში აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.

აღმასრულებელი საბჭოს წევრი 41 ქვეყნის წარმომადგენელი სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე იმსჯელებს.

როგორც „ფრანს პრესი“ იუწყება, შეხვედრაზე მივიდნენ დიდი ბრიტანეთის, რუსეთისა და საფრანგეთის ელჩებიც.

7 აპრილს ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენების შესახებ სხდომა ბანგლადეშის წარმომადგნლის ინიციატივით მოიწვიეს.

როგორც სირიელი მოხალისეები ამტკიცებენ, ქიმიურ შეტევას სულ მცირე 40 ადამიანი ემსხვერპლა.

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტები უკვე ჩავიდნენ სირიაში, ისინი ადგილზე შეისწავლიან ვითარებას და ნიმუშებს აიღებენ.

სპეციალისტების ანგარიში რამდენიმე დღეში გამოქვეყნდება.