ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში ექსპერტებს გაგზავნის
ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიაში ექსპერტებს გაგზავნის

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია სირიის ქალაქ დუმაში ექსპერტებს გაგზავნის.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით მასალებს შეისწავლიან.

„ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ტექნიკურმა სამდივნომ სირიას მიმართა, მიიღოს აუცილებელი ზომები ამ მიმართულებით. ეს დაემთხვა სირიის მთავრობისა და რუსეთის თხოვნას ექსპერტების განთავსებასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს გამოძიება ქიმიური იარაღის გამოყენების საქმეზე. ჯგუფი გასამგზავრებლად მოკლე ვადაში იქნება მზად“ – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით, აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სირიის ხელისუფლება „დიდ საფასურს“ გადაიხდის.