ქიმიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდება
ქიმიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები დღეს გამოქვეყნდება

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს 12:00 საათზე ქიმიისა და ფიზიკის გამოცდების შედეგები გამოქვეყნდება.

აბიტურიენტებს შედეგების ნახვა online.naec.ge-ზე ან მოკლეტექსტური შეტყობინების გაგზავნითაც შეუძლიათ. აბიტურიენტმა შედეგის გასაგებად ნომერზე 93333 საკუთარი საგამოცდო საიდენთიფიკაციო კოდი უნდა გაგზავნოს. ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო და 26 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდა.