„ქიმია“ საქართველოს პირველ არხზე

23:26, 15.09.2020

ადამიანები ერთი და იმავე დიაგნოზით და საერთო ისტორიებით. ხვალიდან საქართველოს პირველი არხის ეთერში 16-სერიანი ქართული მხატვრული სერიალი იწყება. „ქიმია“ – ეს არის სერიალი ოთხ ქალზე, რომლებმაც ერთმანეთი მძიმე სენის დიაგნოზის დასმის შემდეგ ქიმიოთერაპიის ოთახში გაიცნეს.

ახალ სერიალში ნახავთ, როგორ იბრძვიან გადარჩენისთვის ონკოპაციენტები და რა იცვლება ადამიანების ცხოვრებაში მძიმე დაავადების გამოვლენის შემდეგ.

16-სერიანი დრამა საქართველოს პირველი არხის ეთერში კვირაში ორჯერ გავა.

მსგავსი