ქეთი თუთბერიძე - ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც
ქეთი თუთბერიძე - ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ არა მხოლოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც

​ჩვენი მოთხოვნაა, დაისაჯონ არა უშუალოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც, – ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ განაცხადა.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა, ქეთი თუთბერიძემ აღნიშნა, 5 ივლისს ყველამ იხილა ზღვარგადასული აგრესია ჟურნალისტების მიმართ.

„ასეთი ძალადობა ჩვენ არ გვინახავს ომშიც კი, სადაც არ დაშავებულა იმდენი ჟურნალისტი, რამდენიც დაშავდა 5 ივლისს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ დაისაჯონ არა უშუალოდ მოძალადეები, არამედ მათი დამკვეთები და წამხალისებლებიც“, – განაცხადა თუთბერიძემ.