ქეთი მელუა გორის ქალთა კაპელასთან ერთად საგასტროლო ტურნეს იწყებს
ქეთი მელუა გორის ქალთა კაპელასთან ერთად საგასტროლო ტურნეს იწყებს

ქეთი მელუა გორის ქალთა კაპელასთან ერთად საგასტროლო ტურნეს იწყებს.

ოქტომბერსა და ნოემბერში კონცერტები ევროპის 24 ქალაქშია დაგეგმილი, ნოემბრის ბოლოდან კი, საკონცერტო ციკლი ბრიტანეთში გაგრძელდება და 13 ქალაქს მოიცავს.

მანამდე კი, ქეთი მელუა და გორის ქალთა კაპელა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს წარადგენენ.