ქეთი ხუციშვილი - მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებიან უკანონო ბრძანებებს
ქეთი ხუციშვილი - მოვუწოდებთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებიან უკანონო ბრძანებებს

დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა უკვე გავაკეთეთ განცხადება, სადაც  მკაცრად დავგმეთ მთავრობის ქმედებები და მოვუწოდეთ ორივე მხარეს თავშეკავებისკენ, არ მოხდეს ესკალაცია და არ გადავიდეს პროცესები სამოქალაქო დაპირისპირებაში, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

„მინდა, მოვუწოდოთ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს სისხლისღვღისგან, ძალადობრივი დარბევებისგან და გააკეთოს ყველაფერი, რომ აღდგეს დიალოგი მასსა და ოპოზიციას შორის. გვინდა, მოვუწოდოთ სამართალდამცველებს, ნუ დაემორჩილებით უკანონო ბრძანებებს. ნუ იზამთ ისე, რომ ფუნდამენტური უფლება გამოხატვის თავისუფლებისა იყოს დარღვეული ამ ქვეყანაში დღეიდან, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას გვინდა მოვუწოდოთ, რომ რაც შეიძლება აქტიურად ჩაერთონ მოლაპარაკების პროცესში, რაც შეიძლება აქტიურად შეძლონ, რომ ეს დამძიმებული სიტუაცია განიმუხტოს და დაიწიყოს დეესკალაცია, დავუბრუნდეთ დემოკრატიის იმ ჩანასახებსაც კი, რომელიც ამ ბოლო წლებში იქნებოდა ქვეყანაში“, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების შესახებ საგანგებო განცხადება გაავრცელეს.

დატოვე კომენტარი