ქეთი ხუციშვილი - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგისას ერთ-ერთ პრობლემად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გამოიკვეთა
ქეთი ხუციშვილი - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგისას ერთ-ერთ პრობლემად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გამოიკვეთა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების 2018 წლის გეგმის შესრულების მონიტორინგის შედეგად ერთ-ერთ პრობლემად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი გამოიკვეთა, რომელიც დრომოჭმულია და დიდი ხანია, ხელისუფლებას შესაცვლელი აქვს, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა, რომელიც გამოიკვეთა, ეს კორუფციის ახალი რისკებია.

„პრობლემები გამოიკვეთა ასევე საჯარო სამსახურში დასაქმებისა და გარკვეული ნეპოტიზმის კუთხით. ასევე დაფიქსირდა გარემოს დაცვის თვალსაზრისით არსებული პრობლემები. ჰაერის დაბინძურება, რომელიც უკვე საოცარ ზღვარს აღწევს და ამ მიმართულებით ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ძალიან სერიოზული საპასუხო ზომებია საჭირო. დღეს ჩვენ გარემოს დაცვის სამინისტრო აღარ გვაქვს, ის სხვა სტრუქტურებშია გაერთიანებული და მის აქტიურ საქმიანობას ვერ ვხედავთ”, – განაცხადა ქეთი ხუციშვილმა.

მისივე თქმით, რეკომენდაციებს შორისაა ბავშვთა უფლებების გაძლიერება, რათა მათთვის მართლმსაჯულება ხელმისაწვდომი იყოს.

დატოვე კომენტარი