ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტის ბუდე იყო [ვიდეო]

თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, გამათბობლის საკვამლე მილში სავარაუდოდ ჩიტს ბუდე ჰქონდა გაკეთებული. ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება.

საგანგებო სიტუაციების სამსახურის წარმომადგენლებმა საკვამლე მილი ცოტა ხნის ექსპერტ-კრიმინალისტების თანდასწრებით მოხსნეს.

გაზგაყვანილობის სპეციალისტების განცხადებით, ღიაკამერიანი გაზგამათბობლის საკვამურში ჩიტი ბუდეს ხშირად იკეთებს, რადგან თავისუფლად ეტევა მასში. რაც შეეხება დახურულკამერიან გამათბობლებს, მათ განსხვავებული საკვამურები აქვს, რომელში შეღწევასაც ჩიტი ვერ ახერხებს.

„ყაზტრანსგაზ თბილისის“ ინფორმაციით, ბინაში, სადაც გაზის ნამწვით შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, სწორედ ღიაკამერიანი გამათბობელი იყო კუსტარულად დამონტაჟებული.

 

ვაჟა მაქარაშვილი