ქეთევან ნაკაშიძე - გვერდში მიდგანან ახალგაზრდები ახალი იდეებით, სუფთა წარსულით, ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოსახლეობისთვის

ჩვენი პარტია ებრძვის სოციალურ უსამართლობას, ზრუნავს და იზრუნებს სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელსა და მათ დასაქმებაზე, – ამის შესახებ „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ქეთევან ნაკაშიძემ საქართველოს პირველი არხის ეთერში განაცხადა, სადაც თბილისის მერობის კანდიდატებს შორის დებატები იმართება.

ქეთევან ნაკაშიძის თქმით, მას გვერდში უდგას ახალგაზრდები ახალი იდეებით, ენერგიით, სუფთა წარსულით და მოსახლეობისთვის ყველაფერს გააკეთებენ.

„ჩვენი პარტია ებრძვის სოციალურ უსამართლობას, ზრუნავს და იზრუნებს სოციალურად დაუცველების, მრავალშვილიანი ოჯახების საცხოვრებელსა და მათ დასაქმებაზე. ძალიან დაიღალა ჩვენი მოსახლეობა გაუთავებელი ჩხუბით. რა სჭირდება ხალხს – სიმშვიდე, საკვები, რომელიც პირდაპირ დაკავშირებულია მათ შემოსავალსა და სამსახურზე. მე გვერდში მიდგას ახალგაზრდები ახალი იდეებით, ენერგიით, სუფთა წარსულით და სუფთა ხელებით. ასე რომ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, სხვების ლანძღვის გარეშე, ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ქეთევან ნაკაშიძემ.

საქართველოს პირველ არხზე დებატები იმართება დედაქალაქის მერობის კანდიდატებს შორის: თამარ კეკენაძე – „მესამე ძალა – სტრატეგია აღმაშენებელი“ #1;​ გიორგი ლომია – „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი – საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ #8; ანა ბიბილაშვილი – „ლელო“ #9; მიხეილ ქუმსიშვილი – „შალვა ნათელაშვილი – საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ #10; გიორგი ქუთათელაძე – „საქართველო“ #13; თეიმურაზ ბობოხიძე – „მამული“ #15; გიორგი ლაღიძე – „გიორგი ლაღიძე – მომავალი საქართველო“ #20; არინზე რიჩარდ ოგბუნუჯუ – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ #23; გიორგი გახარია – „გახარია – საქართველოსთვის“ #25; ქეთევან ნაკაშიძე – „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისათვის“ #29; ევგენი ღვინიაშვილი – „მშრომელთა სოციალისტური პარტია“ #30; ზაზა ხატიაშვილი – „თავისუფალი საქართველო (ზაზა ხატიაშვილი, კახა კუკავა, გრიგოლ ჯოჯუა)“ #37; კახა კალაძე – „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ #41; ანა დოლიძე – „ანა დოლიძე – ხალხისთვის“ #48; გიორგი გაჩეჩილაძე – „გაჩეჩილაძე – მწვანეთა პარტია“ #50. ამასთან, დებატებში მონაწილეობდა ნიკანორ მელია – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ #5, რომელმაც მისასალმებელი სიტყვის შემდეგ დებატები დატოვა.