ქეთევან ციხელაშვილმა უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაზე შექმნილ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
ქეთევან ციხელაშვილმა უგზოუკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებაზე შექმნილ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა, სტამბულში, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამართულ ქართულ-აფხაზურ საკოორდინაციო მექანიზმის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების მოძიებას აწარმოებს.

შეხვედრის მონაწილეებს, ქართულმა მხარემ აფხაზეთის რეგიონში პოტენციური სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

ქართველმა და აფხაზმა მონაწილეებმა, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებთან ერთად, 2019 წლის სამოქმედო გეგმა განიხილეს. საუბარი სამარხების მოძიებასა და ნეშტების ექსგუმაციაში მიღწეულ პროგრესსაც შეეხო.

ამ დროის მონაცემებით, 2019 წლის ექსჰუმირების გეგმაში 36 სამარხია ჩართული. ორმხრივი, ქართულ-აფხაზური საკოორდინაციო მექანიზმის ფარგლებში ჯამში 129 სამარხის გახსნა და 431 ნეშტის ექსჰუმირება მოხერხდა. დღეისათვის იდენტიფიცირებულია და ოჯახებს გადაეცა 163 პირის ნეშტი.

სახელმწიფო მინისტრის აპარატი მოუწოდებს მოქალაქეებს, მიაწოდონ ინფორმაცია 1992-1993 წლების კონფლიქტის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანების, ასევე სამარხების ადგილმდებარეობის შესახებ, შემდგომში მათი მოძიებისთვის. ასეთი სახის ინფორმაციის ქონის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ – 2 93 17 45.

ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.