ქეთევან ციხელაშვილი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა

17:53, 17.05.2019

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიებისა და იდენტიფიკაციის პროცესის გაუმჯობესებაზე, ამ მხრივ ადგილობრივი შესაძლებლობების განვითარების მნიშვნელობაზე და არსებულ ძირითად გამოწვევებზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის 2017-2021 წლების სტრატეგია. საუბარი შეეხო 2019 წელს სამარხების შესწავლის გეგმასაც.

ასევე, შეხვედრისას სახელმწიფო მინისტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებმა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ნეშტების მოძიების მოძიების პროცესში მხარეების აქტიურ ჩართულობასა და ინფორმაციის გაცვლის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

მსგავსი