ქეთევან ციხელაშვილი - ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს არეულობა და სახელმწიფოებრიობის შეფერხება
ქეთევან ციხელაშვილი - ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს არეულობა და სახელმწიფოებრიობის შეფერხება

აშკარაზე აშკარაა, ვის შეიძლება, საერთოდ აწყობდეს ინსტიტუტების პარალიზების მცდელობა, რა თქმა უნდა, ეს წარუმატებელი იქნება, – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მედიასთან საუბრისას.

მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები პასუხისმგებლობით უნდა იქცეოდნენ.

„არეულობა, დაძაბულობა, სახელმწიფოებრიობის შეფერხება ვიცით, ვის წისქვილზე ასხამს წყალს. ვფიქრობ,  დიდი პასუხისმგებლობით უნდა აღვიჭურვოთ, მათ შორის ეს ეხება პოლიტიკური სპექტრის ნებისმიერ წარმომადგენელს. პროტესტი ყველგან დასაშვებია, ამისთვის არსებობს კანონი, არსებობს გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება და არც არავინ ზღუდავს ამას, მაგრამ როდესაც ვინმეს აქვს მცდელობა, რომ არ მუშაობდეს პარლამენტი, მთავრობა და დავბრუნდეთ წარსულში, რომლიდანაც ბევრი უბედურების გავლით გამოვიყვანეთ ქვეყანა, ეს არ მოხდება. უკან დაბრუნება არის შეუძლებელი, ეს არ წაადგება საზოგადოებას“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, საზოგადოებამ თავისი განწყობა არჩევნებზე უნდა დააფიქსიროს.

„არსებობს ამის ერთი მიღებული ფორმა დემოკრატიის, ეს არის სამართლიანი, თავისუფალი არჩევნები და ნების გამოხატვის თავისუფლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.