ქეთევან ციხელაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს

10:45, 19.12.2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი უკრაინელ და მოლდოველ კოლეგებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მემორანდუმს ხელს მოაწერენ ქეთევან ციხელაშვილი, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი ვადიმ ჩერნიში და რეინტეგრაციის საკითხებში მოლდოვის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი კრისტინა ლესნიკი.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები სურვილს გამოთქვამენ, კონფლიქტების მოგვარებისა და მშვიდობის მშენებლობის სფეროში მიღებული გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით თანამშრომლობა განამტკიცონ და განავითარონ.

მემორანდუმის მიზანია, სახელმწიფოების კონტროლს მიღმა არსებული ტერიტორიების რეინტეგრაციის პოლიტიკის თაობაზე მხარეებს შორის გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამმხრივი უწყებათაშორისი  პლატფორმის შექმნა, სტრატეგიული რეგიონული თანამშრომლობის დაწყება და ორმხრივი მხარდაჭერისთვის გზების განსაზღვრა.

მსგავსი