ქეთევან ციხელაშვილი - „შინდისი“, როგორც მხატვრული ნაწარმოები, მხატვრული ფილმი, არის წარმატებული ნამუშევარი
ქეთევან ციხელაშვილი - „შინდისი“, როგორც მხატვრული ნაწარმოები, მხატვრული ფილმი, არის წარმატებული ნამუშევარი

„შინდისი“, როგორც მხატვრული ნაწარმოები, მხატვრული ფილმი, არის წარმატებული ნამუშევარი, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა კინოთეატრ „ამირანში“ „ოსკარზე“ საქართველოს კანდიდატი ფილმის, „შინდისის“ ნახვის შემდეგ განაცხადა.

ციხელაშვილის თქმით, ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორია და ეს არ არის არც მხოლოდ ფილმი.

„პირველ რიგში, როგორც მხატვრული ნაწარმოები, მხატვრული ფილმი, ეს არის წარმატებული ნამუშევარი. მას უფრო მეტი დანიშნულება აქვს, ვიდრე მხოლოდ ფილმს. ის არის ძეგლი და სახსოვარი იმ გმირულად, თავდადებულად დაღუპული ჩვენი ბიჭების, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს.

პირადად, ჩემთვის ეს არ არის ჩვეულებრივი ისტორია, ეს არ არის არც მხოლოდ ფილმი. ძალიან მიახლოებული იყო ეს დოკუმენტურ ფილმთან, რადგან აბსოლუტურად რეალურ ფაქტებს ეფუძნება. გმირებს, რომლებიც ასახული არიან ამ მხატვრულ ფილმში, იმედია ბევრი გაიცნობს. მათ აჩვენეს გამორჩეული გმირობა, ზუსტად ისეთი, როგორის ისტორიის სახელმძღვანელოებში გვისწავლია და ზუსტად ისეთი, რამაც ეს ქვეყანა დღემდე მოიტანა.

მე მადლობა უნდა გადავუხადო მათ ოჯახებს, რომელთაც ემოციების მიუხედავად, დღეს ეს საკუთარი თვალით ნახეს. იმისათვის უნდა გადავუხადო მადლობა, რომ ასეთი შვილები აღზარდეს. იმედია, რომ ჩვენ დამატებითი მსხვერპლის, ასეთი რჩეული ვაჟკაცების სიცოცხლის გაწირვის გარეშე მივაღწევთ იმ მიზნებს, რისთვისაც მათ თავი გაწირეს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას, მშვიდობიანად“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.