ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა უცვლელია, ის მოიცავს რუსეთთან დეოკუპაციის, ხოლო აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგების მიმართულებას
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა უცვლელია, ის მოიცავს რუსეთთან დეოკუპაციის, ხოლო აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგების მიმართულებას

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხეში სახწელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას აქვს ორი ძირითადი მიმართულება – დეოკუპაციის და აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგების.

მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ გააჩნია.

„საქართველოს კურსი და პოლიტიკა უცვლელია. ის თავისთავად მოიცავს რუსეთთან დეოკუპაციის ხაზს, ხოლო აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან შერიგების ხაზს. ეს ორი ძალიან გამოკვეთილი მიმართულება აქვს და მომავალშიც ექნება სქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას. სამშვიდობოს რადგან ვამბობთ, ბუნებრივია, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და ეს ყველასთვის ცნობილია. ქართულ მხარეს არაერთხელ აქვს გაცხადებული და აღებულიც ცალმხრივად ვალდებულება, თავად სამინისტროს არსებობა, სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც რომ შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ჰქვია, ძალიან კარგად მიანიშნებს, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ კონფლიქტის მოგვარება. ეს იმას ნიშნავს, რომ საუბარია არა მხოლოდ ტერიტორიაზე, რომელიც საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს ნაწილია, არამედ პირველ რიგში ხალხზე, რომელიც დღეს არის გახლეჩილი. ჩვენ გვაქვს მზაობა და ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაბიჯებსაც ვდგამთ კონტაქტებზე, დიალოგზე, თანამშრომლობაზე აფხაზურ საზოგადოებასთან. თუკი იარსებებს და გაფართოვდება ამისთვის სივრცე, ეს მხოლოდ პოზიტიურად შეიძლება იქნას აღქმული. თვითონ აფხაზეთში რუსეთი განაგებს და აკონტროლებს სამხედრო ძალებს, იცით, რომ, საუბედუროდ, იქ ძალიან მძლავრი ბაზებია განლაგებული და ზუსტად ვიცი, არც აფხაზურ და არც ოსურ საზოგადოებას არ ახარებს, რომ ყოველ მეორე-მესამე დღეს რაიმე სამხედრო მანევრი ან სხვადასხვა მასშტაბის სამხედრო წვრთნებია“ ,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი