ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ალექსანდრე ნაცვლიშვილის გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს
ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ალექსანდრე ნაცვლიშვილის გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილის თქმით, ოკუპირებული გალის რაიონში დაკავებული ქუთაისის მკვიდრის, ალექსანდრე ნაცვლიშვილის გათავისუფლებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„როდესაც ვსაუბრობთ ამ მუშაობაზე, ბუნებრივია, კარგად გვესმის, რომ მთლიანად ეს პროცესი და ფაქტი ასეთი უკანონო დაკავებაზე აბსოლუტურად არალეგიტიმურია დეფაქტო მოცემულობაში რომელიც ჩვენ გვაქვს

„გააქტიურებულია ოპერატიული ხაზი ცხელი ხაზი და ის კომუნიკაცია, რომელიც საჭიროა მოქალაქის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისთვის“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ ალექსანდრე ნაცვლიშვილს რაც შეიძლება მალე გაათავისუფლებენ.

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ოტობაიაში ქუთაისის მკვიდრი ალექსანდრე ნაცვლიშვილი 20 მაისს დააკავეს.