ქეთევან ციხელაშვილი - თრუსოს ხეობასთან დაკავების მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს
ქეთევან ციხელაშვილი - თრუსოს ხეობასთან დაკავების მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს

ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა,- ამის შესახებ ქეთევან ციხელაშვილმა თრუსოს ხეობაში დაკარგული პირების შესახებ განაცხადა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფო მსგავსი ფაქტების პრევენციისთვის ყველაფერს აკეთებს.

„ჩვენ პრევენციისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ვიდრე საქართველოს ტერიტორიაზე ერთ ადამიანს მაინც უკანონოდ აკავებენ, ეს არის და იქნება პრობლემა, რომელსაც სათანადო შეფასება და რეაგირება მოჰყვება. ყველა ძალისხმევა იქნება მიმართული იქითკენ, რომ ასეთი პრაქტიკა არათუ შემცირდეს, არამედ საერთოდ აღმოიფხვრას“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გათავისუფლებულია. ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.