ქეთევან ციხელაშვილი - ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს, რათა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს
ქეთევან ციხელაშვილი - ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს, რათა ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა მექანიზმს იყენებს იმისთვის, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მოხდეს.

ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილის საქმესა და საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო პოლიტიკაზე ინფორმაციას დეპუტატებს ფრაქცია “ქართული ოცნების” სხდომაზე აწვდის, რომელიც ამ წუთებში დახურულ ფორმატში მიმდინარეობს.

„საქართველოს სამშვიდობო კურსი ძალიან თანმიმდევრული და ურყევია მიუხედავად იმისა, რა ტიპის გამოწვევები შეიძლება იქმნებოდეს ხელოვნურად. ეს არის სწორი და ის კურსი, რომელიც საზოგადოების შერიგებაზე მუშაობს”, – აღნიშნა ციხელაშვილმა.