ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულმა პოლიტიკურ განცხადებაში მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ
ქეთევან ციხელაშვილი - ეუთო-ს თავმჯდომარეების ხუთეულმა პოლიტიკურ განცხადებაში მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ

ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში, ორგანიზაციის თავმჯდომარეების ხუთეულმა მიიღო განცხადება, რომელშიც საქართველოსადმი მხარდაჭერაა გამოხატული. ამის შესახებ ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი შედეგი საქართველოსთვის, ეუთო-ს 27-ე მინისტერიალის ფარგლებში.

ეუთო-ს თავმჯდომარეობის ხუთეულმა, ყოფილმა, მიმდინარე და მომავალმა თავმჯდომარეებმა პოლიტიკურ განცხადებაში მყარი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს მიმართ! დიდი მადლობა“, – წერს ქეთევან ციხელაშვილი „ფეისბუქში“.