ქეთევან ციხელაშვილი - ერთიანი სულისკვეთებით გვჭირდება პანკისის ხეობის განვითარება და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას
ქეთევან ციხელაშვილი - ერთიანი სულისკვეთებით გვჭირდება პანკისის ხეობის განვითარება და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას

ჩვენ მშვიდად, რაციონალურად და არგუმენტირებულად, ერთიანი სულისკვეთებით გვჭირდება ხეობის განვითარება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა პანკისის ხეობაზე საუბრისას განაცხადა.

„პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილთან, რა თქმა უნდა, მქონდა კომუნიკაცია. მე, ვაპირებ ასევე ხეობაში ჩასვლასაც და ვფიქრობ, რომ ჩვენი შემდგომი ურთიერთობა დაუბრუნდება იმ რითმს, სწორ ფორმას, დიალოგსა და კომუნიკაციას, რომელიც არის ერთადერთი გზა. მეც და მთავრობის ყველა წევრი არის სრულიად ღია ამისთვის და ვფიქრობ, რომ ჩვენ მშვიდად, რაციონალურად და არგუმენტირებულად, ერთიანი სულისკვეთებით გვჭირდება ხეობის განვითარება. ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მუშაობას.

ხეობისათვის ჩვენ დიდი ხანია, შემუშავებული გვაქვს განვითარების გეგმა, მოსახლეობამ ეს იცის და თავადაც გამოთქვეს ამ საკითხზე საკუთარი მოსაზრებები. ჩვენ გვაქვს სრული მზაობა, რომ მაქსიმალურად ავითვისოთ ის არაჩვეულებრივი პოტენციალი, რაც ხეობას აქვს ტურისტული თუ სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით,  რაც სჭირდება მოსახლეობის ნებისმიერ ჯგუფს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.