ქეთევან ციხელაშვილი - დაუშვებელია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება, რადგან ძალიან რთული ფონია
ქეთევან ციხელაშვილი - დაუშვებელია ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხის პოლიტიზირება, გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება, რადგან ძალიან რთული ფონია

ცხადია, ვერც ადვოკატით ან რაიმე სხვა ფორმით ჩვენ არ და ვერ შევალთ ე.წ. სასამართლო თუ სამართლებრივ პროცესებში, ამაზე არ მიდის საუბარი და არც შეიძლება რომ იყოს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე საუბრისას განაცხადა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, სახელმწიფოს მუშაობა და მთელი პროცესი მიმართულია იქითკენ, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოხდეს უპირობოდ.

„მეორეჯერ შევხვდი ოჯახს. მქონდა ძალიან ხანგრძლივი საუბარი, სადაც დეტალურად გავაცანი, რა არხებით და რა ფორმებით მიდის ეს მუშაობა, რა ინფორმაციას ვფლობთ ჩვენ ამ ეტაპზე. სწორედ ამიტომ გაკეთდა დღეს პრემიერ-მინისტრის მხრიდანაც განცხადება ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებასთან ან ახლა უკანონო პატიმრობაში ყოფნასთან. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელება თუ ნებისმიერი მოქმედება, უნდა იყოს ძალიან ფრთხილი და პირველ რიგში სწორედ ვაჟა გაფრინდაშვილის ინტერესებიდან და მისი გათავისუფლების ინტერესებიდან გამომდინარე, როგორც მედიაში, ისე, რა თქმა უნდა, პოლიტიკური სუბიექტების თუ პარტიების მხრიდან, ნებისმიერი სხვა აქტორის მხრიდან. მე ძალიან მინდა, კიდევ ყველას ვთხოვო, გაითვალისწინონ ეს, დაუშვებელია ამ საკითხის პოლიტიზირება, რაღაც გადაუმოწმებელი ინფორმაციების გავრცელება თუ ნაბიჯების გადადგმა, რადგან ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე ვმუშაობთ და ძალიან რთული ფონია. სიახლე არავისთვის არ არის, ჩვენ რა რეჟიმთან და როგორ გვიწევს მუშაობა“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

დატოვე კომენტარი