ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულად იზოლირებულია და ხალხი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში იმყოფება
ქეთევან ციხელაშვილი - ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულად იზოლირებულია და ხალხი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში იმყოფება

ცხინვალის რეგიონი ფაქტობრივად სრულად იზოლირებულია და საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ამოქოლილია დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა პუნქტი, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საოკუპაციო რეჟიმმა ამჯერად ახალი კორონავირუსის გავრცელების ე.წ. საფრთხე მოიმიზეზა, თუმცა ამის გარეშეც ნახევარ წელზე მეტია, რეგიონი ფაქტობრივად დაკეტილია და ხალხი ჰუმანიტარული კრიზისის პირობებშია, მათი ყველა ინტერესის იგნორირებით.

„ძალიან რთულია ამ პირობებში მოსახლეობის დახმარება. რაც შეეხება აფხაზეთის რეგიონს, მიმოსვლა აქაც ძალიან მკაცრად არის შეზღუდული, თუმცა იმედი გვაქვს, რომ კრიტიკულ შემთხვევებში, ეხებათ განსაკუთრებით პაციენტებს, მოვახერხებთ, რომ მოძრაობა უზრუნველყოფილი იყოს. კორონავირუსთან დაკავშირებით არა მხოლოდ საქართველოსთვის, საერთოდ მსოფლიო მასშტაბით არის სერიოზული პრობლემა, პანდემია. საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ, ქართულმა მხარემ არაერთხელ გამოთქვა მზაობა, ჩვენს რეგიონებს ხელი შევუწყოთ მასთან გამკლავებაში. ეს არის არა მხოლოდ სურვილი და სიტყვები, არამედ ეს არის საქმეც“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.