ქეთევან ციხელაშვილი - არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და უკეთესი, ევროპული მომავლისთვის
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა საბურთალოს მე-3 ოლქის მე-16 უბანზე მისცა ხმა.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ თითოეულმა მოქალაქემ გამოიყენოს თავისი ერთი ხმა და საკუთარი სინდისისა და ნების კარნახით გააკეთოს არჩევანი.
„ვფიქრობ, აუცილებელია, თითოეულმა მოქალაქემ გამოიყენოს მისი ერთი ხმა, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი სამოქალაქო ინსტრუმენტი პოლიტიკური ნების დასაფიქსირებლად. არჩევანი გავაკეთე ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის და უკეთესი, ევროპული მომავლისთვის. რაც მთავარია, არჩევანი გავაკეთე მომავლისკენ და არა წარსულისკენ. ჩემი რწმენით, სწორედ ეს არის საჭირო ჩვენი შვილების უკეთესი, მშვიდობიანი და განვითარებული მომავლისთვის“,-განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.