ქეთევან ციხელაშვილი - არ ვაპირებთ, შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია 
ქეთევან ციხელაშვილი - არ ვაპირებთ, შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია 

არ ვაპირებთ, შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს, ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს​, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა.

როგორც ქეთევან ციხელაშვილმა აღნიშნა, სოფელ ატოცთან არსებულ ვითარებას დღეს ადგილზე გაეცნო.

„ადგილზე გავეცანი ვითარებას. დღეს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ პოზიციას, რომელიც აქვს სახელმწიფოს, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ არც ძველ და არც ახალ მავთულხლართებს და ბუნებრივია, ყველა ბერკეტი ამოქმედებულია. ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ მომავალშიც, რათა ეს პროცესი შეჩერდეს და საქართველოს შუაგულში მავთულხლართები დაიშალოს. მავთულხლართების ამ პოლიტიკას არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. დღეს, ჩვენი პარტნიორების მხრიდანაც გაკეთდა ძალიან ცალსახა შეფასებები. დღეს საქართველოში სტუმრად მყოფი ბრიტანეთი ევროპულ საკითხებში მინისტრი ალან დუნკანი ეხმაურება მას და კიდევ ერთხელ ამბობს, რომ უნდა დაიშალოს მავთულხლართები, უნდა მოხდეს მათი დემონტაჟი. ჩვენ კონკრეტული ნაბიჯებით და ქმედებებით ვუპირისპირდებით ამ პოლიტიკას. ჩვენი პასუხია, მეტი განვითარება, მეტი პროგრესი”, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.